პსპ ჯგუფი

კომპანიის სახელწოდება პსპ ლათინური ანდაზის ”Paulatim Summa Petuntur” აბრევიატურაა; ანდაზის ქართული თარგმანია ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალისკენ”, რაც კომპანიის დევიზიცაა. 20 წელზე მეტია,  რაც ფარმაცევტულ სექტორში ”პსპ ” იყო პირველი კომპანია, რომელმაც მედიკამენტების ევროპელ მწარმოებლებთან გააფორმა კონტრაქტები და წლებია “პსპ  ფარმა” მსოფლიოს 100-ზე მეტი წამყვანი ფარმაცევტული ქარხნის წარმატებული და სანდო დისტრიბუტორი და პარტნიორია.

 

1998 წელს პსპ”- საფუძველი ჩაუყარა პირველ ქართულ ფარმაცევტულ წარმოებას ჯი-ემ-პი(www.psp.ge). GM Pharmaceuticals კავკასიის რეგიონში დღესაც ერთადერთი საწარმოა, რომელიც მედიკამენტის წარმოების სრულ ტექნოლოგიურ პროცესს მთლიანად საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტის GMP”-ის მიხედვით ახორციელებს.

 

”პსპ”-მ ევროპული ხარისხი, "პსპ აფთიაქი"-ს (www.psp.ge) საშუალებით საქართველოს ყველა კუთხეში თითოეულ მოქალაქემდე მიიტანა. პსპ-აფთიაქი” ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქსელი თბილისის ყველა უბანსა და საქართველოს ყველა კუთხეში მოხმარებელს გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების ფართო ასორტიმენტს, პროფესიონალი ფარმაცევტების კვალიფიციურ კონსულტაციას და მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობს.

 

ნიუ-ჰოსპიტალსი” (www.newhospitals.geპსპ  ჯგუფის ყველაზე მასშტაბური პროექტია; საერთაშორისო სტანდარტის ჰოსპიტალი 2011 წლიდან საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სამსახურშია. გამოცდილი და მაღალკვალიფიციური  კადრით დაკომპლექტებული ევროპული სტანდარტების ახალი ჰოსპიტალი სრულად ულტრათანამედროვე, მხოლოდ გერმანული, იაპონური და ამერიკული აპარატურით არის  აღჭურვილი და მომხმარებელს სრულ ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ მომსახურებას სთავაზობს