SME ქეარი|CARE - ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
პსპ დაზღვევის ახალი პროდუქტი
PSP დაზღვევა მზარდი, განვითარებასა და ინოვაციებზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანიაა. კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ხელმისაწვდომი, დივერსიფიცირებული და საჭიროებაზე ორიენტირებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნა და მიწოდება. სწორედ ამიტომ, PSP დაზღვევამ შექმნა ექსკლუზიური პროდუქტი კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის - ,, SME ქეარი”. პროდუქტი 22 ნოემბერს ჩაეშვება გაყიდვაში.
SME ქეარი|Care ითვალისწინებს იმ გამოწვევებს რის წინაშეც მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები დგანან კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის შერჩევისას და საპასუხოდ მაქსიმალურად მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს. დაზღვევა ვრცელდება ისეთ ორგანიზაციებზე, სადაც დასაქმებულია 10-50 თანამშრომელი.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის დაზღვევა რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ზომის კომპანიები იღებენ ისეთივე სერვისებსა და ბენეფიტებს, როგორსაც დიდი ორგანიზაციები. ეს კი, მათი მასშტაბის გათვალისწინებით აქამდე შეუძლებელი იყო.
SME ქეარი|Care 3 ტიპის შეთავაზებას მოიცავს (ALTIMA, ULTIMA, MAXIMA), რომელთა შორის მარტივია არჩევანის გაკეთება, რადგან ყველა საფასო სეგმენტის მოთხოვნაზეა მორგებული.
დაზღვევის სამივე პროდუქტი გთავაზობთ:
პროდუქტის ფარგლებში ჯანმრთელობის დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული, ყველა სერვისი იფარება: ამბულატორია, ჰოსპიტალიზაცია, სტომატოლოგია, ორსულობა-მშობიარობა და ა.შ.
სადაზღვევო მომსახურების მიღება კი, შესაძლებელია თავისუფალი სქემით ოჯახის ექიმთან ვიზიტის გარეშე, რაც მომხმარებლისთვის ყველა პროცესს ამარტივებს.
SME ქეარი შეიქმნა იმისათვის, რომ ყველა მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციაში დასაქმებულ ადამიანს შეეძლოს ისარგებლოს კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პირობებით. ასევე თავად აირჩიოს ის პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს მის მოთხოვნებს და საჭიროებებს.