მთავარი ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია
ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია
29/07/2018

„ნიუ ჰოსპიტალსის“ პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით ინსულტის „სამი“ ნიშნის შესახებ ცნობიერების ამაღლების სოციალურ კამპანიას ჩაეყარა საფუძველი, რასთან დაკავშირებითაც „ნიუ ჰოსპიტალსმა“ და „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა 112“, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ „შსს სსიპ 112-ის“ წარმომადგენელი სალომე გელუტაშვილი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორი გიორგი რამიშვილი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიის და ნეირორეაბილიტაციის განყოფილების ხელმძღვანელი თემურ მარღანია და „პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე.

ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს საზოგადობის ინფორმირება ინსულტის „სამი“ ნიშნის შესახებ. ინსულტის „სამი“ ნიშნის დამახსოვრება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის, რამდენადაც ინსულტის ადრეული ამოცნობის შემთხვევაში შესაძლებელია სწრაფი რეაგირება - 112-თან დაკავშირება და პაციენტის ინსულტის ცენტრში გადაყვანა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტის შედეგად მოტანილ ზიანს - მუდმივი, მძიმე უნარშეზღუდულობის ან სიკვდილის რისკს. სახელწოდება „სამი“ ინსულტის სამი ნიშნის აბრევიატურას წარმოადგენს და შემდეგნაირად იშიფრება: ს - სისუსტე კიდურებში, ა - ასიმეტრიული სახე, მ - მეტყველების დარღვევა, ი - იჩქარე

კამპანიის ფარგლებში საზოგადოება შეიტყობს, რომ ინსულტის აღმოჩენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწრაფი მოქმედება, რადგან მხოლოდ სპეციალიზირებულ ინსულტის ცენტრში პაციენტის სწრაფად გადაყვანის შემთხვევაში, შესაძლებელია სისტემური თრომბოლიზისით მკურნალობა, რაც იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ თანამშრომლობს სახელმწიფო და კერძო დაზღვევის პროგრამებთან. სწორედ ამ თანამშრომლობის ფაგლებში, განიხილება „პსპ დაზღვევის“ მიერ ინსულტის დაზღვევის დანერგვა, რაც იშემიური ინსულტის დროს პაციენტების თრომბოლიზისით მკურნალობის ხარჯების დაფარვას გულისხმობს.

დაიმახსოვრე ინსულტის სამი ნიშანი და იჩქარე თუ რომელიმე შენიშნე! https://goo.gl/VcPJZz

ნიუ ჰოსპიტალსის გამოცდილ ნევროლოგებთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ☎ 2 190 190