მთავარი პსპ დენტი
პსპ დენტი
დაზღვევა, რომელიც გჭირდება

"პსპ დენტი" არის სრულიად ინოვაციური და უნიკალური პროდუქტი, რომლის ანალოგიც სადაზღვევო ბაზარზე არ არის წარმოდგენილი.
პროდუქტის მახასიათებლები:
პაკეტი ფარავს ნებისმიერ სტომატოლოგიურ მომსახურებას, გამონაკლისების გარეშე;
დაზღვევა შესაძლებელია ყველა პირისთვის, ასაკის შეუზღუდავად;
ასევე, ნებისმიერი სადაზღვევო კომპანიის ან/და სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით მოსარგებლე პირთათვის;
შესაძლებელია ოჯახის მეორე წევრის დაზღვევა და საოჯახო პაკეტის შეძენა დამატებით 10% ფასდაკლებით;
გათვალისწინებულია, როგორც მოზარდთა, ასევე ბავშვთა ასაკის დაზღვეულების სრული სტომატოლოგიური მომსახურება;
24 საათიანი მომსახურება, კვირაში 7 დღე;
სადაზღვევო მომსახურება მოცდის პერიოდის გარეშე;
იფარება ქრონიკული და დაზღვევამდე არსებული სტომატოლოგიური დაავადებების მკურნალობა გამონაკლისის გარეშე;
მომსახურების მიღება შესაძლებელია სადაზღვევო პირობებში მითითებული სტომატოლოგიური დაწესებულებებიდან ნებისმიერ კლინიკაში (დაზღვეულის არჩევანის მიხედვით).
რა იფარება პაკეტით “პსპ დენტი”?
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება;
გეგმიური თერაპია;
გეგმიური ქირურგია;
ორთოპედია;
ორთოდონტია;
რადიოვიზიოგრაფია;
იმპლანტაცია;
პროფილაქტიკა და ჰიგიენა;
ესთეტიური სტომატოლოგია;
პაროდონტოლოგია;