მთავარი 20% ფასდაკლება Sairme Hotels & Resorts / კურორტი საირმე
20% ფასდაკლება Sairme Hotels & Resorts / კურორტი საირმე

საირმის მინერალური წყლები ეფექტურია სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნებისთვის.

რა დაავადებებს კურნავს: 

შარდ-კენჭოვან დაავადებებს (თირკმლის ქრონიკული დაავადებები, მარილოვანი დიათეზი, ასევე მკურნალობა პროფილაქტიკური მიზნით)

ნაღვლ-კენჭოვან დაავადებებს (ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული ჰეპატიტი არაგამწვავებული ფორმით, ასევე მკურნალობა პროფილაქტიკური მიზნით)

ნივთიერებათა ცვლის მოშლას (შაქრიანი დიაბეტი, მარილოვანი დიათეზი, ართრიტი, ოსტეოქონდროზი) 

კუჭ-ნაწლავის დაავადებებს (წყლულოვანი დაავადებები, მომატებული ან დაქვეითებული მჟავიანობა, კოლიტი) 

 თუ ამ პრობლემებთან დაკავშირებით გაქვთ ექიმის სარეკომენდაციო წერილი კურორტ საირმეში სამკურნალო წყლებსა და პროცედურებზე, პსპ დაზღვევა გთავაზობთ სპეციალურ შეთავაზებას:  

- 20% ფასდაკლება განთავსებაზე + 10% ფასდაკლება სპა პროცედურებზე

სპა ცენტრში წარმოდგენილია დახურული აუზი, მარილის ოთახი, რომლებიც საუკეთესოა სასუნთქი გზებისა და ფილტვების წმენდისთვის, სველი და მშრალი საუნა, ასევე სხვადასხვა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი საპროცედურო კაბინეტები. აღსანიშნავია, რომ სპა ცენტრში ყველა პროცედურა თერმული წყაროებით კეთდება. აქვე წარმოდგენილია ღია საცურაო აუზიც, რომელიც მიწიდან ამოსული, 41-გრადუსის მქონე თერმული წყაროთი ივსება.

ნომრის დასაჯავშნად აუცილებელია წინასწარ დარეკვა და ჯავშნის გაფორმება

დაზღვეული პირების იდენტიფიცირებისა და მომსახურების შეღავათიანი პირობებით სარგებლობისთვის ადგილზე უნდა წარადგინოთ  ელექტრონული, აქტიური პოლისი და ექიმის სარეკომენდაციო წერილი. 

 შეთავაზება შეგიძლიათ გაუზიაროთ მეგობარს ან ოჯახის წევრს, რომელებიც ისარგებლებენ იგივე პირობებით.

საკონტაქტო: 032 240 45 45
reservations@sairmeresort.ge 

მისამართი: Sairme Hotels & Resorts, Kutaisi, Georgia