მთავარი კომპანიის შესახებ
ჩემი ოჯახის დაზღვევა
პსპ დაზღვევა მზარდი, განვითარებაზე და ინოვაციებზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანიაა.

კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ინდივიდუალურ საჭიროებაზე ორიენტირებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნა და მიწოდება. სწორედ ეს არის პსპ დაზღვევის მიმართ, 60 000-ზე მეტი დაზღვეულის ნდობის და მრავალწლიანი თანამშრომლობის განმაპირობებელი ფაქტორი.

ჩვენ ვითვალისწინებთ ყოველდღიურ დატვირთულ სამუშაო რეჟიმსა და ცხოვრების აქტიურ სტილს. შესაბამისად, ვქმნით და გთავაზობთ ისეთ თანამედროვე სერვისებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს კომფორტს, უწყვეტ კავშირს, ოპერატიულ მომსახურებას და სტაბილურობას.

პარტნიორებთან მრავალწლიანი და უწყვეტი თანამშრომლობა, ლოიალობის მოპოვება, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ, ყველა დაზღვეულს მაღალი სტანდარტით ვემსახურებით.

მომსახურების კიდევ მეტად გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ დაზღვეულთა კმაყოფილების და ხარისხის მონიტორინგს.

ჩვენი მიზანდასახული და გამოცდილი გუნდი ყოველდღიურად თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ გაამყაროს თქვენი სტაბილურობის და დაცულობის ხარისხი. ვმუშაობთ იმისთვის, რომ შემოგთავაზოთ ისეთი ინოვაციური სერვისები, რაც თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე ძვირფასია.

პსპ დაზღვევის გუნდთან ერთად თქვენ ხართ დაცული და დაზღვეული გაუთვალისწინებელი რისკებისგან და საფრთხეებისგან.

ჩვენ ვართ "პსპ დაზღვევა"! ჩვენ ვუსმენთ და ვითვალისწინებთ თითოეული დაზღვეულის მოსაზრებას, ვახდენთ რეაგირებას და ვუზრუნველყოფთ დაზღვევას, რისკების მართვის პრინციპით, რაც ჩვენი და თქვენი ერთობლივი წარმატების წინაპირობაა.